ჩვენს შესახებ
კოკიტო
კოკიტო არის საქართველოს სოციალური საწარმოების ალიანსის მიერ აღიარებული სოციალური საწარმო, რომელიც შეიქმნა 2019 წელს ოჯახის ავეჯის საწარმოს — „ევროსტილის“ — 25 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენი მიზანია შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული ხის სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობს ყველა ბავშვის შემოქმედებითი, კოგნიტური და მოტორული უნარების გაძლიერებას.
პროდუქციის ასორტიმენტი დაახლოებით 20 ნაირსახეობას მოიცავს და 0 დან 6 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის მზადდება. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ: ხის ცხენებს, ასაწყობ კუბებს, სხვადასხვა ფორმის ფიგურებს, ცხოველებს, ფაზლებს, მექანიკურ სათამაშოებს, უპედლო ველოსიპედებს და სხვა.
სპეციალური სათამაშოების დახმარებით ბავშვის ადრეულ ასაკში ნატიფი მოტორიკის განვითარებას და სენსორული არხების სტიმულირებას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ ხის სათამაშოები აქტიურად გამოიყენება ინკლუზიური სწავლებისას და ხელს უწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შემოქმედებითი, კოგნიტური და ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, ასტიმულირებს ფერებისა და ფორმების აღქმის უნარს და აუმჯობესებს მეხსიერებას.
ჩვენი სოციალური მისია
კოკიტოსთვის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ დამატებითი ღირებულება არ არის — ეს ჩვენი საქმიანობის საფუძველია.
ჩვენი სოციალური მისია მოიცავს:
-
შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ქალების დასაქმებას და პროფესიულ გაძლიერებას
-
ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას — ჩვენი სათამაშოები აქტიურად გამოიყენება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან
-
ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას და ნარჩენების სორტირებას
-
საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოების ხელმისაწვდომობის გაზრდას
-
მწვანე ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობას
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია გავხდეთ ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა საწარმო, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც ქმნის უმაღლესი სტანდარტის ხის სათამაშოებს და ასრულებს საერთაშორისო ბრენდების შეკვეთებს. კოკიტო აქტიურად ვითარდება ექსპორტის მიმართულებით და ცდილობს გაძლიერებულად დაიმკვიდროს ადგილი უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, საწარმო გამუდმებით ინარჩუნებს და ამდიდრებს თავის სოციალურ ღირებულებებს — პასუხისმგებლიან წარმოებას, ინკლუზიურ დასაქმებას და მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებულ საქმიანობას, რათა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საზოგადოების მიმართ დადებითი ცვლილებაც უზრუნველყოს.
განვითარება და ხარისხის გარანტია
კოკიტო აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე საწარმოო მიდგომებს.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ:
სათამაშოების თითოეული მოდელი იქმნება ბავშვის განვითარებაზე ზუსტი გავლენით — სენსორული უნარების, ფერებისა და ფორმების აღქმის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების სტიმულირებისთვის.